21 ნოემბერი 2024,   23:00
ვრცლად
ლა-მანშის სრუტეში 12 პირი დაიღუპა - მათ შორის, ორსული ქალი და 6 ბავშვია

საფრანგეთის სანაპიროსთან, ლა-მანშის სრუტეში მიგრანტების ნავის გადატრიალების შედეგად 12 პირი დაიღუპა. დაღუპულებს შორის ორსული ქალი და 6 არასრულწლოვანია. ცნობილია, რომ გარდაცვლილების უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მიგრანტები საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში ცდილობდნენ მოხვედრას, რა დროსაც, საფრანგეთის სანაპიროსთან ნავი გადატრიალდა. მცირე ზომის გასაბერ ნავზე 70 მიგრანტი იმყოფებოდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ ნავი გადატვირთული იყო, მგზავრების უმეტესობას სამაშველო ჟილეტები არ ჰქონდათ. აღნიშნული შემთხვევა, მიმდინარე წელს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კატასტროფად ითვლება, რომელიც მიგრანტებს უკავშირდება.

დღის ამბები