პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი პარამოფარიკავეები ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი, ფინალურ ბლოკში, ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.
ირმა ხეცურიანი ტურნირის ნახევარფინალში რონგ ქსიაოსთან 5:15 დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟში ჩინელ ლან ჟუ აოს შეხვდება, ხოლო ნინა თიბილიაშვილმა ჩინელ მოწინააღმდეგესთან შეხვედრა დათმო (6:15) და რეპეშაჟში უკრაინელ ნატალია მორკვიჩს შეხვდება.