ზაფხულის პარალიმპიური თამაშების გამარჯვებულები საქართველოში ბრუნდებიან - გიგა ოჩხიკიძესა და ანა ჯაფარიძეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთში ელოდებიან.
მძლეოსანი ოჩხიკიძე ჩემპიონია, 19 წლის ტაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე კი - ბრინჯაოს მედალოსანი.
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს, ამ დროისთვის, სწორედ ეს ორი მედალი აქვს.