21 ნოემბერი 2024,   22:19
ვრცლად
ტოლერანტობა ყოველთვის ამყარებდა სახელმწიფოს იდენტობას და ქართულ ეკლესიასთან ერთად განსაკუთრებული როლი შეჰქონდა ეროვნული იდენტობის საქმეში - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის როლის ასახვასა და ამ ჩანაწერის სხვა ტრადიციულ რელიგიურ მიმართულებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კონსტიტუციაში ჩანაწერი განამტკიცებს ეკლესიის როლს, მაგრამ, ამავდროულად, სხვა ტრადიციულ რელიგიებს პრობლემა არ შეექმნებათ.

მისივე თქმით, პირიქით, ტრადიციული რელიგიური მიმართულებები ასევე ამყარებენ სახელმწიფოს იდენტობას და მათი როლიც უნდა მკაფიოდ უნდა იქნას ნახსენები.

"სახელმწიფო როდესაც არა მხოლოდ წარსულში აღნიშნავს და აფასებს კონსტიტუციურად ეკლესიის როლს, არამედ, თანამედროვეობაშიც, ესეც განამტკიცებს ეკლესიის როლს და კონსტიტუციაში ამ ჩანაწერების გაკეთება ბუნებრივია, ერთი მხრივ, იქნება საზოგადოების ლეგიტიმაცია, როდესაც ამას წინასწარ ვეტყვით ჩვენ და მაღალ შეფასებას, შესაბამისად, მაღალ მხარდაჭერას დაიმსახურებს "ქართული ოცნება" ამ ინიციატივის გახმოვანებისთვის, მეორე მხრივ, მყარი გარანტია, რომ მარტივად თავდასხმებს ვეღარ გაბედავენ ეკლესიაზე. სტატუსი როდესაც კიდევ უფრო მაღალი იქნება რელიგიის, ეკლესიის – ბუნებრივია, სიმყარეც მეტი იქნება ამ მიმართულებისა. ახლა სპეკულაციური ძვრებია ამ მიმართულებით და ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე კონფესიას და ტრადიციულ რელიგიურ მიმართულებებს რაიმე პრობლემა შეექმნათ. პირიქით, ტრადიციული რელიგიური მიმართულებები თავის მხრივ, ასევე ამყარებენ სახელმწიფოს იდენტობას. დიდი პატივისცემით ყველას მიმართ, მათი როლიც უნდა მკაფიოდ ვახსენოთ და განვსაზღვროთ. ისინიც – საქართველოში არსებული სხვადასხვა ტრადიციული რელიგიური მიმართულებები, ხაზგასმით ვამბობ, ამყარებენ სახელმწიფოს იდენტობას და ტოლერანტობა ქართველისა და ქართული სახელმწიფოსი ყოველთვის ამყარებდა სახელმწიფოს იდენტობას და განსაკუთრებული როლი შეჰქონდა ამ ყველაფერს, ქართულ ეკლესიასთან ერთად, ქართული, ეროვნული იდენტობის საქმეში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები