21 ნოემბერი 2024,   22:59
ვრცლად
ხელისუფლების კრიტიკა თბილისის საერთაშორისო კონფერენციიიდან - ცდილობენ თუ არა უცხო ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოს საარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენას

უმრავლესობის ლიდერი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებს უწოდებს, რომელიც თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე გაკეთდა. მისი თქმით, ასეთი გზავნილები არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მეტად გააქტიურდება. მამუკა მდინარაძე კონკრეტული აქტორების მხრიდან ორმაგ სტანდარტზეც საუბრობს.

დევიდ კრამერი, ევროპარლამენტარებთან და სხვა ამერიკელ დიპლომატებთან ერთად, თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა. განცხადებებიც სწორედ იქ გაკეთდა.

დევიდ კრამერისა და მისი თანამოაზრეების განცხადებები გააკრიტიკა პარლამენტის თავმჯდომარემაც - მან სტატუსი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სხდომათა დარბაზში კი მისი მიმართვის ადრესატები ოპონენტები იყვნენ.

სხდომის პარალელურად, კონფერენციის ფარგლებში, ოპოზიცია კონკრეტული ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებთან ინდივიდუალურ შეხვედრებსაც მართავდა. "ლელოს" ლიდერები შვედეთის საგარეო განვითარების მინისტრს შეხვდნენ, განიხილეს არჩევნებთან დაკავშირებული საკითხებიც, თუმცა შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან მხარეებმა თავი შეიკავეს.

"ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ოფიციალურ პირებთან არაოფიციალურ შეხვედრებზე მათი ოპონენტები უცხოურ დაფინანსებაზე მსჯელობენ, რაც, მათივე განცხადებით, უკვე გამოაშკარავებულია.

საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს პრეზიდენტმაც უმასპინძლა. სალომე ზურაბიშვილმა მათ სიტყვითაც მიმართა, რა დროსაც მმართველი გუნდი მწვავედ გააკრიტიკა.

არათანმიმდევრული და უპასუხისმგებლო - ასე უპასუხეს სალომე ზურაბიშვილს მმართველი გუნდიდან. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრეზიდენტისგან მსგავსი განცხადებები აღარ უკვირთ.

 

დღის ამბები