პარიზის პარალიმპიური თამაშების ნახევარფინალში იასპარეზებს ქართველი ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი (B კატეგორია).
მან ხმლით ასპარეზობაში, მეოთხედფინალში, პოლონელი იადვიგა პაჩეკი ანგარიშით 15:9 დაამარცხა.
პირველ შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა ვენესუელელ ფრანსია ხაიმეს როხასს ანგარიშით 15:2 სძლია.