21 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
"შეხვედრა ეხებოდა მომავალ არჩევნებს" - კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრები პრეზიდენტს შეხვდნენ

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრები პრეზიდენტს შეხვდნენ. მათი თქმით, ორბელიანების სასახლეში განხილვის საგანი მოახლოებული არჩევნები და გაერთიანების სამოქმედო გეგმა იყო. მათივე თქმით, შეხვედრა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შედგა.

"შეხვედრა ეხებოდა მომავალ არჩევნებს, ჩვენს გამოწვევას, როგორ დავიცვათ ხმებს, როგორ მოვახერხებთ ამომრჩევლის მობილიზებას, რა საქმიანობები გვაქვს დაგეგმილი, იმისთვის, რომ მოვიმხროთ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და სხვა საკითხები, რომელიც ეხება პროდასავლური ოპოზიციის გამარჯვებას 26 ოქტომბერს," - განაცხადა პარტიის "ანა დოლიძე - ხალხისთვის" თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ.

დღის ამბები