21 ნოემბერი 2024,   22:21
ვრცლად
თურქეთში, სასტუმროში დებოშის მოწყობის გამო დაკავებული ტურისტი გარდაიცვალა - დაკავებულია 14 პირი

თურქეთში, სასტუმროში დებოშის მოწყობის გამო დაკავებული ტურისტი გარდაიცვალა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბულგარეთის მოქალაქე კუშადასში, სასტუმროში ისვენებდა, სადაც დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მიიღო და დებოში ატეხა.

მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროს თანამშრომლებმა ტურისტს სიმშვიდისკენ მოუწოდეს, სიტუაცია გამწვავდა და ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც სასტუმროს დაცვამ ის დააკავა და ხელბორკილები დაადო.

ცოტა ხანში ტურისტი უგონოდ დაეცა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მათ მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.

საქმესთან დაკავშირებით პოლიციამ სასტუმროს 14 თანამშრომელი დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები