კომპანია Volvo Trucks-ი ახალ ელექტრო სატვირთოს გამოუშვებს, რომელსაც ერთი დატენვით 600 კილომეტრის გავლა შეეძლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ახალი მოდელი, რომელიც ბაზარზე 2025 წლის მეორე ნახევარში გამოვა, გათვლილია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც გრძელი მარშრუტების გავლა უწევთ. ამისთვის ახალ სატვირთოს ელემენტების სიმძლავრე მაქსიმალურად გაეზრდება და მანქანის პროგრამული უზრუნველყოფა გაუმჯობესდება.
Volvo Trucks-ი, რომელიც ელექტრო სატვირთო მანქანების წარმოებაში მსოფლიო ლიდერია, ახალ მოდელებში ელ-ღერძის ტექნოლოგიას გამოიყენებს, რომელიც აერთიანებს ძრავას, გადაცემათა კოლოფს და ღერძს ერთ ერთეულში, რაც ბატარეის მოცულობას გაზრდის.