22 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
შემცირებულია საქართველოს იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ევროპას თავშესაფარს სთხოვენ - Eurostat

საქართველოს იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ევროპას თავშესაფარს სთხოვენ, შემცირებულია.

Eurostat-ის მონაცემებით, 2024 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, გერმანიაში 1 395-მა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი, რაც 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით (5 155) შემცირებულია 72.9%-ით. (მოცემულის დამადასტურებელი წყარო:

https://ec.europa.eu/eurostat/databrowser/view/migr_asyappctzm__custom_12740505/default/table?lang=en)

 

ევროსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, ზოგადად 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში დაფიქსირდა საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის მოთხოვნის 5 495 პირველადი განაცხადი, რაც 56%-ით არის შემცირებული 2023 წელთან შედარებით (12 500 პირველადი განაცხადი).

დამადასტურებელი წყაროები: https://ec.europa.eu/eurostat/databrowser/view/migr_asyappctzm__custom_12740532/default/table?lang=enhttps://ec.europa.eu/eurostat/databrowser/view/migr_asyappctzm__custom_12740545/default/table?lang=en

ვროსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეების მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის პირველადი განაცხადების რაოდენობით ტოპ 5 ქვეყანაა:

იტალია (1 500 განაცხადი);

გერმანია (1 395 განაცხადი);

საფრანგეთი (1 125 განაცხადი);

ბელგია (345 განაცხადი);

ირლანდია (315 განაცხადი).

დადასტურების წყარო: https://ec.europa.eu/eurostat/databrowser/view/migr_asyappctzm__custom_12740555/default/table?lang=en

 

დღის ამბები