21 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
ქართველი სპორტსმენების ზღაპრული ზაფხული გრძელდება - გულშემატკივრები პარალიმპიელ სპორტსმენებს ქომაგობენ, პარიზში საქართველოს სახელით კიდევ 9 პარასპორტსმენი იასპარეზებს

ბრძოლა უფრო მეტი და უკეთესი შედეგისთვის - ქართველი სპორტსმენების ზღაპრული ზაფხული გრძელდება. ამჯერად, ქართველი გულშემატკივრები პარალიმპიელ სპორტსმენებს ქომაგობენ. პარიზში საქართველოს სახელით კიდევ 9 პარასპორტსმენი იასპარეზებს.

ხვალ საქართველოს სახელით ეტლით მოფარიკავეები გამოვლენ. ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედლებისთვის ირმა ხეცურიანი და ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი - ნინა თიბილაშვილი იბრძოლებენ.

საქართველოს ნაკრების ყულაბაში ოქროს და ბრინჯაოს მედლებია. პარაოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალს გიგა ოჩხიკიძე დაეუფლა. ქართველმა პარასპორტსმენმა ბირთვი 9,66 მეტრზე გაისროლა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. გიგა ოჩხიკიძე ზვიად გოგოჭურის შემდეგ მეორე ქართველი პარასპორტსმენი გახდა, ვინც ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.

პარალიმპიადაზე ბრინჯაოს პრიზიორი ანა ჯაფარიძე გახდა. ქართველმა პარასპორტსმენმა მესამე ადგილი პარატაეკვანდოში დაიკავა.

ქართველი სპორტსმენების თითოეულ წარმატებას გულშემატკივრები განსაკუთრებულად აღნიშნავენ. წარმატების გასაღები განწყობა და მოტივაციაა. ამერიკული ტელეკომპანია CNBC-ის ინფორმაციით, საქართველო პარაოლიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული პრემიის ოდენობით სინგაპურის შემდეგ, მსოფლიოში მეორე ადგილზეა. მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეული ჩემპიონი - 1 მილიონ ლარს მიიღებს.

პარიზის პარალიმპიურ თამაშებში საქართველო სულ 6 სახეობაში 14 ქართველი პარასპორტსმენით არის წარმოდგენილი. პარიზის პარაოლიმპიადა 8 სექტემბერს დასრულდება.

დღის ამბები