21 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქართველი მხატვრული მოცურავე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე შვიდ საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართველი მხატვრული მოცურავეები პერუში ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობდნენ და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ქართველი მოცურავე შვიდ საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა.
 
18 წლის მარი ალავიძემ თავისუფალი სოლო პროგრამის ფინალურ ეტაპზე 268,9208 ქულით მე-7 ადგილი დაიკავა. წინასწარ შეჯიბრებაში ის 271,0895 ქულით ხუთ საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა.
 
2024 წელს დოჰაში სენიორთა შორის გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მარი ალავიძემ ტექნიკური სოლო პროგრამით მე-8 ადგილი დაიკავა, წელსვე ევროპის ჩემპიონატზე კი ტექნიკური სოლო პროგრამით იგი მეოთხე იყო.
დღის ამბები