21 ნოემბერი 2024,   22:56
ვრცლად
შოლცის პარტიის ფიასკო  და ულტრამემარჯვენეების გამარჯვება - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, ულტრამემარჯვენე ძალებმა გერმანიის რეგიონულ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს

ულტრამემარჯვენეების ისტორიული გამარჯვება და ოლაფ შოლცის პარტიის პოლიტიკური ფიასკო - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, ულტრამემარჯვენე ძალებმა გერმანიის რეგიონულ პარლამენტებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური სტაბილურობა აღმოსავლეთ გერმანიაში მყიფეა, ეს კი იმ დროს, როცა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებამდე 1 წელია დარჩენილი. ექსპერტების შეფასებით, ასეთი დაბალი შედეგები შოლცისთვის საბოლოო გამოღვიძების შანსია. გერმანიის კანცლერმა მისი პარტიის მარცხი აღიარა და თქვა, რომ შედეგები გერმანიისთვის მწარე და შემაშფოთებელია.

აღმოსავლეთ ოლქებში ულტრამემარჯვენეებთან სამთავრობო კანდიდატების მარცხი მმართველი კოალიციისათვის და პირადად შოლცისთვის მეორე სერიოზული დარტყმა გახდა მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ ევროპარლამენტში წარმატებას ვერ მიაღწია. შედეგების მიუხედავად, გამარჯვებული პარტია "ალტერნატივა გერმანიისათვის" მთავრობის ფორმირებას კონკურენტებთან მოლაპარაკებების გარეშე ვერ შეძლებს.

არჩევნების შედეგებით მოსახლეობაში აზრი ორად გაიყო. ადგილობრივების ნაწილი ცვლილებას მიესალმება, ნაწილი კი შედეგებს ქვეყნის რეგრესად აფასებს.

საქსონიაში საკუთარი არჩევანი თითქმის სამ ნახევარმა მილიონმა გერმანელმა დააფიქსირა, თურინგიაში კი საარჩევნო უბნებში 2 მილიონამდე ამომრჩეველი გამოცხადდა.

დღის ამბები