21 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
მამაკაცმა 3 შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა - შემთხვევა ბრიტანეთში მოხდა

დიდ ბრიტანეთში, სტეინში, მამაკაცმა 3 შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. პოლიციამ ცხედრები მათივე საცხოვრებელ სახლში იპოვა. ინფორმაციას dailymail- ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, მამაკაცი პოლონეთის მოქალაქე პეტრს სვიდერსკია.

პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი დაოჯახებული იყო. ბავშვების დედას და ოჯახის წევრებს, პოლიციამ დახმარება გაუწია. მათივე ცნობით, ოჯახში პოლიცია მანამდეც იყო გამოძახებული.

პოლიციის განმარტებით, პირველადი ექსპერტიზის პასუხებმა აჩვენა, რომ შემთხვევას სხვა მონაწილე არ ჰყავდა.

მეზობლების თქმით, კაცი კარგი მამა ჩანდა, თუმცა მასთან დალაპარაკება შეუძლებელი იყო, რადგან ის ყოველთვის ნერვიული იყო.

დღის ამბები