22 ნოემბერი 2024,   09:59
ვრცლად
რადგან 26 ოქტომბერს არის არჩევნები, ჩვენ გვექნება უფრო შემჭიდროებული სესია, სადაც ძირითად საკითხებს განვიხილავთ - შალვა პაპუაშვილი

ხვალ პარლამენტში, მეათე მოწვევის ბოლო საშემოდგომო სესია გაიხსნება. მანამდე უკვე გაიმართა ბიუროს სხდომა, რომელზეც დღის წესრიგზე იმსჯელეს.

საშემოდგომო სესიის ფარგლებში, პარლამენტი რამდენიმე კანონპროექტზე იმსჯელებს, მათ შორის არის კანონპროექტები "ამნისტიის" და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ".

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო წლის გათვალისწინებით, სესიები შემჭიდროებულ ვადებში ჩატარდება. ხვალინდელი სესია კი პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნება.

"ხვალ გავხსნით საშემოდგომო სესიას. ზაფხული საპარლამენტო პაუზის და შესვენების პერიოდია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ არჩევნების წელი გვაქვს, ჩანდა რომ ყველა დაკავებული იყო ამ საკითხებით. იმის გათვალისწინებით, რომ 26 ოქტომბერს არის არჩევნები, ჩვენ გვექნება უფრო შემჭიდროებული სესია სადაც ძირითად საკითხებს განვიხილავთ, რათა ყველა კოლეგას ვინც ჩართულია საარჩევნო მარათონში შესაძლებლობა მიეცეს მოსახლეობასთან უფრო აქტიური კომუნიკაციის", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები