ტაილანდში, სარკინიგზო გვირაბის ჩამონგრევის შედეგად 3 უცხოელი მუშა დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გვირაბის ნაწილი რომელსაც ისინი აშენებდნენ ჩამოინგრა, რის გამოც მუშები გვირაბში ჩარჩნენ. მაშველები მათ გამოყვანას 5 დღის განმავლობაში ცდილობდნენ.
ჯერ კიდევ ხუთშაბათს, მუშები ცოცხლებად ითვლებოდნენ, პარასკევს კი მათი გარდაცვალება დადასტურდა. პირველადი ექსპერტიზის შედეგებმა აჩვენა, რომ მუშები ჰაერის უკმარისობის გამო დაიღუპნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, 2 მუშა ჩინეთიდან, 1 კი მიანმიდან იყო.