22 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
419 დღე საავადმყოფოში - ბიჭი, რომელმაც ნიუ-იორკის კლინიკაში თითქმის 2 წელი გაატარა, სრულიად ჯანმრთელი გაწერეს

აშშ-ი, ნიუ-იორკში, ბავშვი, რომელიც დედის ორსულობიდან მხოლოდ 26 კვირის შემდეგ დაიბადა, 2 წლის განმავლობაში საავადმყოფოში ცხოვრობდა და ის კლინიკიდან ახლა გაწერეს. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ნაადრევად დაბადებულმა პატარამ, თითქმის 2 წლიანი ბრძოლის შემდეგ, ყველა დაბრკოლება გადალახა. ბიჭი სახელად ნატანიელი დაბადებიდან 419 დღის განმავლობაში საავადმყოფოში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, რადგან 6,5 თვის დაიბადა.

ექიმებმა და მედდებმა გადარჩენილი პატარა საავადმყოფოდან აპლოდისმენტების ფონზე გააცილეს, ბიჭის მამამ კი საზეიმოდ ჩამოკრა ოქროს ზარს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ეს საავადმყოფოში ყოფნის ბოლო დღე იყო.

ნატანიელი და მისი ტყუპისცალი ძმა 2022 წლის 28 ოქტომბერს ნიუ-იორკში 26 კვირისები დაიბადნენ. ნატანიელის ძმა კრისტიანი დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა.

დღის ამბები