22 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul NV განახორციელებს - ხელშეკრულება უკვე გაფორმდა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება ბელგიურ კომპანია "იან დე ნულთან" გაფორმდა.

საერთაშორისო ტენდერში "იან დე ნული" გამარჯვებულად ეგრეთწოდებული ,,დიდი ოთხეულიდან" შეარჩიეს. ჯგუფი 1938 წელს დაფუძნდა, მისი ბრუნვა 2 ნახევარი მილიარდი ევროა. კომპანიას დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 7 000-ზე მეტი ადამიანი.

"იან დე ნული" მუშაობდა არაერთ მსხვილ პროექტზე, მათ შორის არის პანამის არხის გაფართოების პროექტი, სუეცის ახალი არხი ეგვიპტეში, ახალი საზღვაო პორტი მაროკოში, ჰამბურგის პორტის დაღრმავების პროექტი, დუბაის ხელოვნური კუნძული და სანაპირო.

დღის ამბები