22 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
უკრაინაში გასულ ღამეს ოკუპანტებმა სუმის, მიკოლაევის, ხერსონისა და ხარკოვის ოლქებს დაარტყეს

უკრაინაში კვლავ აქტიური საბრძოლო მოქმედებებია. ღამით ოკუპანტებმა სუმის, მიკოლაევის, ხერსონისა და ხარკოვის ოლქებს დაარტყეს. არიან დაშავებულები. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

კონტრიერიშები მიიტანეს უკრაინის სამხედრო ძალებმა დრონებით რუსეთის რამდენიმე რეგიონზე. კალუგას, ბრიანსკისა და ბელგოროდის რეგიონებში დანგრეულია სახლები.

რუსული მხარე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ყირიმში უკრაინის რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი აცხადებს, რომ დღევანდელი დღე უკრაინისთვის მნიშვნელოვანი თარიღია.

"დღეს ჩვენი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. 2014 წელი, ყირიმის აღება, ბრძოლები დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში. რუსეთის ჰიბრიდული, სისხლიანი ომის დასაწყისი უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინის სამხედრო წინააღმდეგობის დასაწყისი. ჩვენი ხალხის გმირობა, ჩვენი სახელმწიფოსადმი თავდადება და სამხედრო ფიცი. ამის შემდეგ იყო 2022 წელი, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრა. რუსეთის სრულმასშტაბიანი მცდელობა, გაანადგუროს უკრაინელები და უკრაინის სრულმასშტაბიანი თავდაცვა, ჩვენი ხალხის სიმამაცე, უკრაინული სულის სიძლიერე და მადლიერება - მთელი ჩვენი ხალხის, მთელი ჩვენი სახელმწიფოს ყოველი მეომრის მიმართ,"- აცხადებს ზელენსკი.

დღის ამბები