"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების ქსელის სისტემური გაუმჯობესების მიზნით სამგორის რაიონში, მამისაშვილის ქუჩაზე წყალარინების ქსელს აახლებს.
რეაბილიტაციის ფარგლებში იცვლება 1 კილომეტრზე მეტი სიგრძის მოძველებული წყალარინების მაგისტრალური ქსელი, ახალ ქსელზე 22 წყალარინების ჭა დამონტაჟდება. პროექტში კომპანია 900 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.