22 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
თეონა აქუბარდია პარტიას "გახარია საქართველოსთვის" შეუერთდა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია პარტიას "გახარია საქართველოსთვის" შეუერთდა. აქუბარდია პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ წარადგინა.

თეონა აქუბარდიამ ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც ის გახარიას გუნდს შეუერთდა და განმარტა, რომ ამ პარტიის გარეშე, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და საქართველოს გამარჯვება შეუძლებელია.

პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ნამდვილი რეფერენდუმი იქნება.

"არჩევნები, რომელიც 26 ოქტომბერს იქნება არის ნამდვილად რეფერენდუმი. წარმოუდგენლად მიმაჩნია ივანიშვილის დამარცხება და საქართველოს გამარჯვება გახარიას გუნდის აქტიური დახმარების გარეშე,"- აცხადებს აქუბარდია.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე გადაჯგუფებები გაუგებარი და ეკლექტურია.

"უკანასკნელ ხანებში მომსწრე ვართ, აბსოლუტურად გაუგებარი და ეკლექტური გაერთიანებების. ამ გაერთიანებასაც ამ რიგს მივაწერდი. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ეს ხალხი კი იმდენად უშინაარსოდ უერთდება ერთმანეთს, რომ ამ ხავსმოჭიდებულ რეიტინგებს მომატების ნაცვლად კიდევ უფრო დააკლებენ,"- აცხადებს ბექა ოდიშარია.

დღის ამბები