იამაიკაზე, ტურისტული ქალაქის, მონტეგო-ბეის სანაპიროსთან, 16 წლის მოზარდს ზვიგენი თავს დაესხა, რის შედეგადაც ის დაიღუპა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მოზარდის დაფლეთილი სხეული მყვინთავებმა იპოვეს, თავდასმის შედეგად ზვიგენმა მოზარდს ხელი და თავი მოაგლიჯა.
პოლიციის განმარტებით, მოზარდი წყალქვეშა ნადირობით იყო დაკავებული. წყალში შესვლის შემდეგ, ის რამდენიმე დღის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.