22 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
ჩვენი პარტია არის ზე გამჭვირვალე და ჩვენ ყოველთვის ვაბარებთ ანგარიშებს თავის დროზე - გიორგი ვაშაძე

ანტიკორუფციული ბიურო 8 ოპოზიციურ ძალას ფინანსური დეკლარაციების წარდგენას სთხოვს. პარტიებს ვადა 31 აგვისტომდე აქვთ. უწყების ინფორმაციით, ეს პოლიტიკური ორგანიზაციები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ.

შეფასებები უკვე გააკეთა დასახელებული პარტიების ნაწილმა, სადაც ამბობენ, რომ მათ ფინანსური დოკუმენტაცია უკვე წარდგენილი აქვთ.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი, კოალიცია "ძლიერი საქართველო" ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" "ძლიერი საქართველოს" პლატფორმის ეშინია.

"ძლიერი საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პოლიტიკური პლატფორმა, რომლისაც "ქართულ ოცნებას" ეშინია. ამით არის განპირობებული ეს განსაკუთრებული აგრესია," - აცხადებს კუპრაძე.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე, პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მისი პარტია გამჭვირვალეა და ანაგარიშებს თავის დროზე აბარებს. 

"ჩვენი პარტია არის ზე გამჭვირვალე და ჩვენ ყოველთვის ვაბარებთ ანგარიშებს თავის დროზე და არაფერი კითხვა ჩვენს დაფინანსებაზე არ არის. პოლიტიკური ძალა კი, რომელსაც ამერიკის ოფიციალური ორგანო ადანაშაულებს ევროპელი პენსიონერების ძარცვაში, რითაც აფინანსებენ საკუთარ საარჩევნო კამპანიას ხმას არ უნდა იღებდეს," - აცხადებს ვაშაძე.

დღის ამბები