22 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ - ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ.

აღნიშნული განცხადება რაჟდენ კუპრაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

"ანტიკორუფციული ბიუროს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ პოლიტიკური პარტიები, კერძოდ: "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის", "კი ევროპას - სტრატეგია აღმაშენებელი", "ნაციონალური მოძრაობა", "გირჩი - მეტი თავისუფლება", "ძლიერი საქართველო", "ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის", "ელენე ხოშტარია-დროა" და "ახალი ერთობა - გვარამია, მელია", დაფინანსებას, სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ.

ამავდროულად, მათი საარჩევნო კამპანიები და აქტივობები, შესაძლოა ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ან სხვა წყაროებიდან, რომლებიც, თავის მხრივ, თანხებს უხდიან ამ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. აღნიშნული სქემით, უცხოური ფულით პოლიტიკური პარტიებისა და პროცესების მხარდაჭერა წარმოადგენს საფრთხეს სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის", - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

 

დღის ამბები