რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე მეორე მასშტაბური იერიში გვიან ღამით მიიტანეს. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 8 ადამიანი, დაშავდა ათობით ადგილობრივი, მათ შორის, ბავშვები. ნანგრევების ქვეშ ეძებენ დაკარგულებს.
მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ზიანი მიადგა ზაპოროჟიესა და კრივოი როგს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი შეტევა განახორციელა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კიევი რუსეთის წინააღმდეგ შესაბამის პასუხს ამზადებს.