22 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
უკრაინა კურსკის ოლქში 92 დასახლებულ პუნქტს და 1 250 კვ.კმ. ტერიტორიას აკონტროლებს - კიევი კონტროლირებად ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვის უზრუნველსაყოფად ბუფერული ზონის შექმნას გეგმავს

უკრაინა კურსკის ოლქში 92 დასახლებულ პუნქტს და 1,250 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას აკონტროლებს. ზელენსკის განცხადებით, კიევი კონტროლირებად ტერიტორიაზე ქვეყნის საჰაერო თავდაცვის უზრუნველსაყოფად ე.წ. ბუფერული ზონის შექმნას გეგმავს.

უკრაინის ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე სამი ხიდიდან ორი ააფეთქეს, რის გამოც ოლქის ნაწილი რუსეთის ტერიტორიიდან იზოლირებულია.

"კურსკის ოლქის განსაზღვრულ მონაკვეთებზე უკრაინელი სამხედროები თავდაცვით ოპერაციას აგრძელებენ. დღეს ჩვენი სამხედროები მტრის ტერიტორიის 1,250 კვადრატულ კილომეტრს და 92 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ. ვაგრძელებთ ჩვენი პოზიციების გამყარებას. ძალიან მნიშვნელოვანია სამხედრო ტყვეების ფონდის შევსება. ახლა ჩვენ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იდეოლოგიური გარდატეხის პროცესს გავდივართ. გულუბრყვილო ილუზორული კონცეფცია რუსეთთან ურთიერთობაში წითელ ხაზებთან დაკავშირებით რომელიც ზოგიერთი ჩვენი პარტნიორების მიერ ომის შეფასებისას დომინირებდა ამ დღეებში სადღაც სუჯას მისადგომებთან დაიმსხვრა," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები