22 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორად მამუკა ჯანგულაშვილი დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორად მამუკა ჯანგულაშვილი დაინიშნა, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი თვაური შეცვალა.

მამუკა ჯანგულაშვილს ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე დანიშვნამდე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

დღის ამბები