22 ნოემბერი 2024,   16:13
ვრცლად
ბულგარეთის პრეზიდენტმა ანტი-ლგბტ კანონის მიღებას მხარი დაუჭირა

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ანტი-ლგბტ კანონთან დაკავშირებით ევროპის საბჭოსა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მოწოდებები უგულებელყო და კანონს ვეტო არ დაადო, რომელიც ბულგარეთში "არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის" ნებისმიერ საგანმანათლებლო პროგრამას კრძალავს.

საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორი სხვა პარტიებთან ერთად, პრორუსული პარტია "აღორძინებაც" იყო. ცვლილებას მხარი დაუჭირა პრეზიდენტმაც.

ახალი ცვლილებების მიხედვით, ნებისმიერი სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც "არატრადიციულ ორიენტაციას" შეეხება, მიჩნეული იქნება როგორც პროპაგანდა.

პრეზიდენტის ხელის მოწერამდე, კანონპროექტმა აზრთა სხვადასხვაობა და პროტესტი გამოიწვია. შეიქმნა პეტიცია, რომელიც პრეზიდენტს მოუწოდებდა კანონპროექტი არ დაემტკიცებინა - პეტიციას 6 000 მოქალაქე აწერდა ხელს. გარდა ამისა, ბულგარეთის პრეზიდენტს ევროპის საბჭომ მოუწოდა, რომ კანონპროექტის მიღებისთვის მწვანე შუქი არ აენთო.

 

დღის ამბები