მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. ტაძრებში საზეიმო მსახურება ტარდება. სასულიერო პირები სიმბოლურად ხილს აკურთხებენ.
მართლმადიდებლებისთვის ფერისცვალება ერთ-ერთია 12 უდიდეს დღესასწაულს შორის.
"ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაული ქრისტიანულ დღესასწაულებს შორის და ეს არის დღესასწაული სულიერი განახლების და ცვლების, ბოროტებიდან სიკეთისაკენ ცვლილების დღესასწაული. მინდა ეს დღე მივულოცო სრულიად საქრისტიანეს, ჩვენს პატრიარქს და ყველა ქრისტიან ადამიანს,“ - აცხადებს დეკანოზი, სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელთმსახური მამა ლონგინოზი (სუარიშვილი).