22 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
თურქეთში 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

აღმოსავლეთ თურქეთში, ბინგოლის პროვინციაში 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

კატასტროფების მართვის სამსახურის (AFAD) ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები კარლიოვის რაიონში, ადგილობრივი დროით 21:15 საათზე დაფიქსირდა.

სეისმოლოგების განმარტებით, მიწისძვრის ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

დღის ამბები