22 ნოემბერი 2024,   16:17
ვრცლად
პუტინი ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება

პუტინი ბაქოშია - რუსეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. მას ბაქოს აეროპორტში ქვეყნის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდნენ. კრემლის განცხადებაში წერია, რომ პუტინი ალიევთან ისაუბრებს ორმხრივ ურთიერთობებზე, საერთაშორისო და რეგიონულ პრობლემებზე.

ოფიციალურ შეხვედრამდე, მხარეებს შორის არაფორმალური საუბარი შედგა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი და მისი მეუღლე მეჰრიბან ალიევა, რომელიც პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებს, პუტინს საპრეზიდენტო რეზიდენციაში შეხვდნენ.

ვიზიტის შემდეგ იგეგმება ერთობლივი განცხადების მიღება და თანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმება. ვიზიტის ბოლოს ალიევი რუსეთის პრეზიდენტის პატივსაცემად სახელმწიფო მიღებას გამართავს.

პუტინი აზერბაიჯანში ბოლოს 2018 წელს იმყოფებოდა.

დღის ამბები