უკრაინა კურსკში წინ მიიწევს - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ 3 დასახლება აიღეს. ოპანასივკა, სნა-გოსტი და ოტრუბა. ააფეთქეს ხიდი და გაანადგურეს ტექნიკა.
პარალელურად, დონეცკის მიმართულებით პოზიციებს იმაგრებს რუსეთი. საოკუპაციო ძალები ოლქში წინ მიდიან და გზადაგზა ბომბავენ ტერიტორიებს. აფეთქებები იყო ხერსონში, ხარკოვსა და სუმშიც. არიან დაშავებულები.
ზელენსკი დასავლეთს იარაღის სწრაფ მიწოდებას სთხოვს.
"საჭიროა იარაღის მოწოდების დაჩქარება ჩვენი პარტნიორებისგან. ძალიან გთხოვთ. ომს არ აქვს შვებულება. საჭიროა გადაწყვეტილებები, დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს. დღეს არის კარგი შედეგები, უკრაინისთვის საჭირო შედეგები ტორეცკის მახლობლად რუსული ტექნიკის განადგურებით, მხოლოდ ერთ დღეში მტერმა ტორეცკისა და პოკროვსკის მახლობლად ათობით თავდასხმა განახორციელა. ჩვენი ქვედანაყოფები, ჩვენი ბრიგადები ყველაფერს აკეთებენ თავიანთი პოზიციების შესანარჩუნებლად, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამას უზრუნველყოფს," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.