22 ნოემბერი 2024,   16:17
ვრცლად
საპროტესტო აქციები ინდოეთში - მედიკოსები კოლეგებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფიცვისკენ მოუწოდებენ

საპროტესტო აქციები ინდოეთში - მედიკოსები კოლეგებს 24-საათიანი გაფიცვისკენ მოუწოდებენ.

ინდოელი ექიმების ასოციაციამ დღეს მილიონზე მეტ კოლეგას მოუწოდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შაბათიდან, 24-საათით, უარი თქვან ყველა მეორეხარისხოვან სამედიცინო მომსახურებაზე.

სამედიცინო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კლინიკებში მთავარი და გადაუდებელი მომსახურებების გაწევა გაგრძელდება. მათივე თქმით, პროტესტები, რომლებიც გასულ კვირას სახელმწიფო კლინიკაში ქალი მედიკოსის გაუპატიურებასა და მკვლელობას მოჰყვა, მთელ ქვეყანაში ვრცელდება.

"ექიმები, განსაკუთრებით კი ქალები, ძალადობისგან დაუცველები არიან. სახელმწიფომ საავადმყოფოებსა და სტუდენტურ ქალაქებში მათი უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. როგორც გაუპატიურება, ასევე სხვა დანაშაულებიც არის იმ გულგრილობისა და უგრძნობლობის შედეგი, რომელსაც ხელისუფლება ექიმების, მედდების და ჯანდაცვის სფეროს მომუშავე სხვა პერსონალის საჭიროებების მიმართ გამოხატავს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

წყარო: Deutsche Welle

დღის ამბები