საქართველოს 18-წლამდელთა სარაგბო ნაკრები აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო მატჩების მეორე სერიას ინგლისელ თანატოლებთან გამართავს.
მატჩი დღეს, პაარლის გიმნაზიის მოედანზე, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.
სერია ორივე ნაკრებმა წაგებით დაიწყო. ქართველი მორაგბეები სამხრეთ აფრიკასთან 3:20 დამარცხდნენ, ინგლისელები კი, ირლანდიასთან, 28:42.