აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინიდან კურსკის ოლქში ჯარები გადაჰყავს.
"ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი რუსული შენაერთი გადამისამართებულია კურსკის ოლქში. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ანგარიშებია იმის შესახებ, რასაც ჩვენ ვხედავთ. დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რამდენია, ან კიდევ რამდენი შეიძლება იყოს, ან რა განზრახვები ექნებათ," - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.
ჯონ კირბის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციამ კურსკის ოლქში პუტინი დილემის წინაშე დააყენა.