22 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
სავარაუდოდ, სექტემბრის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი, როგორ იქნება ფორმირებული ჩვენი საარჩევნო სია - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სავარაუდოდ, სექტემბრის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი, თუ როგორ იქნება ფორმირებული "ქართული ოცნების" საარჩევნო სია.

მისივე თქმით, პარტიის დელეგატების დასახელებით რეგიონებში აქტიური მუშაობა დაიწყო. 

"რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის დაწყებას, რეგიონებში რაც შეიძლება მალე ამ კანდიდატების დასახელება იყო მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ უკვე აქედანვე დავიწყოთ უშუალოდ, საველე სამუშაოები. ველზე გასვლა, საარჩევნო კამპანიის წარმოება არის ძალიან მნიშვნელოვანი.

დღეს დავასახელეთ ჩვენ დელეგატები და უკვე აქედანვე დაიწყება აქტიური მუშაობა რეგიონებში. ანალოგიურად, თბილისის კანდიდატებს დავასახელებთ უახლოეს დღეებში და თბილისშიც დაიწყება აქტიურად მუშაობა.

რაც შეეხება თვითონ სიის შედგენას, ჯერ ამისათვის გვაქვს დრო. აქედან გამომდინარე, მოგვიანებით გახდება ცნობილი ის, თუ კონკრეტულად როგორ იქნება ფორმირებული ჩვენი საარჩევნო სია. სავარაუდოდ სექტემბრის შუა რიცხვებში გახდება ეს ინფორმაცია ცნობილი," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები