22 ნოემბერი 2024,   17:09
ვრცლად
საქსტატმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 2023 წლის დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა

საქსტატმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 2023 წლის დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, 2023 წელს, მილიარდ 902 მილიონი დოლარი შეადგინა. უწყების ცნობით, ეს მაჩვენებელი 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15%-ით ნაკლები, ხოლო 2023 წლის წინასწარ მონაცემებზე 19%-ით მეტია.

"2023 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 63.1 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 583.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 30.7 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ვაჭრობის სექტორი 314.3 მლნ. აშშ დოლარით (16.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 301.5 მლნ. აშშ დოლარით (15.9 პროცენტი)," - აღნიშნულია "საქსტატის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები