ეკოაქტივისტების პროტესტის გამო, გერმანიის ოთხმა აეროპორტმა ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა. მოძრაობა "ბოლო თაობის" წევრები გერმანიის, ბერლინ-ბრანდერ-ბურგის, კიოლნი-ბონის, ასევე შტუდგარტისა და ნიურნ-ბერგის აეროპორტებში საპროტესტი აქციას მართავენ.
სამართალდამცველი უწყების ინფორმაციით, საჰაერო მიმოსვლა 8 ეკოაქტივისტის პროტესტის გამო დაირღვა.
"ახლა საუბარია მილიონობით ადამიანის სიცოცხლეზე, კლიმატური კოლაფსი ბევრისთვის უკვე რეალობად იქცა," - აცხადებს ეკოლოგიის დამცველი ორგანიზაცია და ადამიანებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
ამ დროისთვის, გერმანიის პოლიცია ეკოაქტივისტების ასაფრენი ზოლებიდან განრიდებისა და დაკავების ოპერაციას ატარებს.