22 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურეს

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს დამოუკიდებლობისადმი ერთგულება. საკითხზე შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.

მხარდაჭერა გამოხატა საბჭოს წევრმა სახელმწიფოების ჯგუფმა: საფრანგეთმა, იაპონიამ, სლოვენიამ, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, მალტამ, ასევე უშიშროების საბჭოს მომავალმა წევრებმა – საბერძნეთმა და დანიამ.

მათი სახელით, განცხადება მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ გააკეთა. ფრანჩესკა გატიმ აღნიშნა, რომ გმობენ საქართველოს მოქალაქეების – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურისა და ვიტალი კარბაიას მკვლელობებს.

დღის ამბები