ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შაორის ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა. გიორგი კალანდარიშვილმა მათ ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო სიახლეების, 26 ოქტომბრისთვის მზადებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ.
კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებზეც, რომლებსაც ცესკო ახალგაზრდებთან მიმართებით ახორციელებს.