აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზისრიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, რიკოთისისტორიული გვირაბის პარალელურად, ახალი 1800 მ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა.
ახალი 1800 მ-იანი გვირაბი რიკოთის საუღელტეხილოგზაზე არსებულ და მშენებარე გვირაბებს შორისყველაზე გრძელია.
ახალი გვირაბი სრულად აღიჭურვა საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელი მექანიკური და ელექტრო სისტემებით - მათ შორის, სავინტილაციო და შეტყობინებების სისტემებით. ამასთან, მიმდინარეობს ამ სისტემების მართვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობაც.
დღეიდან ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ახალი გვირაბით, ძველ გვირაბში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ძველ გვირაბში განახლდება გზის საფარი, გამოიცვლება სანათები, დამონტაჟდება საგზაო უსაფრთხოების აუცილებელი სისტემები.
რიკოთის მონაკვეთის ყველაზე გრძელი ორი პარალელური გვირაბი, თანამედროვე სტანდარტებისშესაბამისად, ერთმანეთს დაუკავშირდება სამი, მათ შორის, ერთი სამანქანო საევკუაციო გასასვლელით.
ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს რიკოთის ახალი ჩქაროსნული გზის 36 კმ-ით,რომელიც მოიცავს 77 ხიდსა და 43 გვირაბს. ინტენსიური სამუშაოები გრძელდება დარჩენილმონაკვეთებზე.
რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში 52 კმსიგრძის 4 ზოლიანი, ჩქაროსნული გზა 51 გვირაბი და97 ხიდი შენდება. რიკოთის ჩქაროსნული გზის 51გვირაბიდან 50 და 97 ხიდიდან 89 ხიდი უკვე აშენებულია.
ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოებისყველა თანამედროვე სტანდარტს, მათ შორის,განათების სისტემას. რიკოთის უღელტეხილისდარჩენილი მონაკვეთების მშენებლობა წლისბოლომდე დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებისჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა.