22 ნოემბერი 2024,   16:17
ვრცლად
აშშ ახლო აღმოსავლეთში წყალქვეშა ნავს, "ჯორჯიას" აგზავნის

აშშ ახლო აღმოსავლეთში წყალქვეშა ნავს, "ჯორჯიას" აგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივნის მიერ თავის ისრაელელ კოლეგასთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნებული პრესრელიზიდან ირკვევა, რეგიონში ვითარების დაძაბვის გამო აშშ ისრაელის დასაცავად პოზიციებს გააძლიერებს. ამ მიზნით ლოიდ ოსტინმა უკვე გასცა განკარგულება, რომ ახლო აღმოსავლეთში დაჩქარდეს ავიამზიდ "აბრაამ ლინკოლნის" გადაყვანა, რომელიც აღჭურვილია "ეფ-35C"-ს ტიპის სამხედრო თვითმფრინავებით და ასევე რეგიონში გაიგზავნოს მართვადი რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავი "ჯორჯია."

აშშ-ს განცხადებით ვაშინგტონი ყველა ზომას მიმართავს, რათა დაიცვას ისრაელი ირანის შესაძლო თავდასხმისგან.

დღის ამბები