მქონდა შეხვედრა პირადად სენატორ ჯინ შაჰინთან, კონგრესმენ მაიკ ტერნერთან, თუმცა სამწუხაროა, რომ ეს საუბრები რჩება ხოლმე საუბრებად - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, საქართველო აშშ-ისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება.
"ჩვენ ვუთხარით კოლეგებს, თუ როგორ ვხედავთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას. ამისთვის, პირველ რიგში, აუცილებელი და მთავარი არის ის, რომ მომავალი ერთი წლის განმავლობაში არ ვიხილოთ ისეთივე პროცესები, რომლებიც ვიხილეთ გასული ოთხი წლის მანძილზე. ამ პრობლემების ფონზე, საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა და ამას ესაჭიროება სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა. ჩვენი მხრიდან არის გადადგმული ნაბიჯები, მოლოდინის რეჟიმში ვართ. ველოდებით საპასუხო ნაბიჯებს ამერიკელი კოლეგების მხრიდან,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.