გენო პეტრიაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ, პირველი კომენტარს აკეთებს:
"მამაჩემი ნეტავ რას შვება ხო ცოცხალია ნეტავ? მგონია სიზმარში ვარ. მადლობა გულშემატკივრებს. უფალს მადლობა - დავბრუნდი, თან მაგრად დავბრუნდი,"- აცხადებს გენო პეტრიაშვილი.
ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (-125კგ) ოლიმპიური ჩემპიონია.
შეჯიბრების ფინალში პეტრიაშვილმა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, 23 წლის ირანელი სპორტსმენი ამირ ჰოსეინ ზარე 10:9 დაამარცხა.
აქამდე პეტრიაშვილი რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედლებს ფლობდა. ის მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონიცაა.