25 ნოემბერი 2024,   00:09
ვრცლად
ისნის რაიონში, საქართველოს ეროვნული გმირის, ალექსანდრე ონიანის სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ისნის რაიონში, საქართველოს ეროვნული გმირის, შინდისის ბრძოლის მონაწილის ალექსანდრე ონიანის სახელობის ქუჩა გაიხსნა.

ღონისძიება თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ გახსნა.

"შინდისის გმირი", უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 11 აგვისტოს, 27 წლის ასაკში, გმირულად დაიღუპა. ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსან სამხედროს, 2021 წელს ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა.

ღონისძიებას საკრებულოს დეპუტატები, ალექსანდრე ონიანის ოჯახის წევრები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, ქართველი სამხედროები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

დღის ამბები