22 ნოემბერი 2024,   16:00
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" რომ იყოს ხელისუფლებაში, ომის ქარცეცხლში ვიქნებოდით გახვეული - ირაკლი ჩიქოვანი

"ჩვენ დავინახეთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ შეძლო თავი აერიდებინა იმ ესკალაციისთვის, იმ ომისთვის, რომელიც აგვისტოში მოხდა," - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში რომ იყოს, საქართველო კვლავ ომის ცეცხლში იქნებოდა გახვეული.

"ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივი ბუნება ყველამ კარგად დაინახა მათი მმართველობის პირობებში. ანალოგიური მიდგომა და ანალოგიური დამოკიდებულება ჰქონდათ მათ აგვისტოს ომთან მიმართებით. ჩვენ დავინახეთ, რომ მათ ვერ შეძლეს, თავი აერიდებინათ იმ ესკალაციისთვის, იმ ომისთვის, რომელიც აგვისტოში მოხდა. ეს არის ფაქტი - ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამის თავიდან არიდება, ეს, პრაქტიკულად, უკვე ნათელია. დღესაც რომ გვქონდეს ჩვენ ისეთი ვითარება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იყოს ხელისუფლებაში, პრაქტიკულად, ვიქნებოდით ომის ქარცეცხლში გახვეული, მაგრამ დღეს ხელისუფლებაში არის პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დაიცვას საქართველოს ინტერესები, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, უზრუნველყოს მშვიდობა, რომელმაც უნდა შეძლოს განვითარების შესაძლებლობის შექმნა ჩვენი ქვეყნისთვის," - განაცხადა ჩიქოვანმა.

დღის ამბები