22 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ტიმ უოლცი დაასახელა

ამერიკის შეერთებული შტატების "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ტიმ უოლცი დაასახელა. 60 წლის უოლცი მინესოტას შტატის გუბერნატორია. ჰარისმა და უოლცმა ფილადელფიაში "დემოკრატების" საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნეს და საპრეზიდენტო არჩევნებამდე საარჩევნო შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთად ჩაატარებენ.

ჰარისის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, ტემპის უნივერსიტეტში სააგიტაციო მიტინგზე გამოსვლისას, რომელსაც 10 ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, მხარდამჭერებს მიმართა და თქვა, რომ პატარა ქალაქში გაიზარდა, 24 წლის განმავლობაში ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა და საზოგადოებრივი მეცნიერებების პედაგოგის კარიერა ჰქონდა.

 

 

 

დღის ამბები