საქართველოს ოლიმპიური ნაკრები პარიზში ასპარეზობას განაგრძობს. დღეს, საქართველოს სახელით, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილი იასპარეზებს.
მერვედფინალური ეტაპი 13:30 საათზე დაიწყება. მომდევნო დღეებში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გარდა, ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები და ძალოსნები გამოვლენ.
ლაშა ტალახაძე ფიცარნაგზე 10 აგვისტოს გავა.