22 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
ძალადობის ტალღა ბრიტანეთში - ანტიისლამური დემონსტრაციების მონაწილე 380 ადამიანი დააკავეს

ბრიტანეთში, ანტიისლამური დემონსტრაციების მონაწილე 380 ადამიანია დაკავებული. პოლიცია მასობრივი არეულობის მომწყობი პირების იდენტიფიცირებასა და პასუხისგებაში მიცემის პროცესს აწარმოებს.

ულტრამემარჯვენე ჯგუფები ინგლისის რამდენიმე ქალაქში მეჩეთების, ადმინისტრაციული შენობებისა და მაღაზიების, თავშესაფრის მომთხოვნთა სასტუმროების გაწვას ცდილობდნენ.

"ინგლისის დაცვის ლიგის" წევრები ბრიტანეთში იმიგრანტების შემოდინებას აპროტესტებენ. ძალადობის ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც 17 წლის მოზარდი, დანით, საბავშვო საცეკვაო სკოლაში შევარდა, 3 ბავშვი მოკლა, ცხრა კი დაჭრა.

დღის ამბები