განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს - 8 810 751 ლარის ოდენობით", - აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც, სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.